თეგებით ძიება
14. 11. 2019 News-ები

სპეცდანიშნულების და წყლისჭავლის მანქანები თბილისის ქუჩებში - პარლამენტის ეზოში კი, კრიმინალური პოლიცია შეიყვანეს (ვიდეო)

პარლამენტის შენობაში სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზაციაა. საკანონმდებლო ორგანოში ათეულობით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი შეიყვანეს. მედიის ინფორმაციით, კანცელარიის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმები არის მობილიზებული.

ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს რომ თბილისის ქუჩებში სპეცდანიშნულების და წყლისჭავლის მანქანები გადაადგილდებიან.

"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა სადაც პარლამენტთან სამართალდამცავთა მობილიზებას მიმდინარე აქციაზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვით ხსნიან.
გომელაურის უწყება, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის მანქანების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა