თეგებით ძიება
14. 11. 2019 News-ები

"ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესები გასულიყო ქუჩაში" - ლევან გოგიჩაიშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესები გასულიყო ქუჩაში.
"რეალურად ვნერვიულობთ, რა შეიძლება მოხდეს და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, მე მირჩევნია ორჯერ და სამჯერ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და პროცესი იყოს პარლამენტში, ვიდრე პროცესი გავიდეს ქუჩაში. ჩვენ გვირჩევნია, რომ პროცესი იყოს პარლამენტში, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესები გასულიყო ქუჩაში. ჩვენი ამოცანაა, რომ გავიაზროთ ეს ყველაფერი და არ მივცეთ საშუალება, რომ ცუდი დაემართოს ჩვენს ქვეყანას,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა