თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

ლიეტუვის პრეზიდენტმა ორი რუსი ჯაშუში შეიწყალა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რუსეთის 2 მოქალაქე შეიწყალა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სააგენტო BNS-ის ცნობით, ნიკოლაი ფილიპჩენკოს და სერგეი მოისეენკოს 2017 წელს ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მანამდე ლიეტუვური მედია წერდა, რომ შეწყალების შემდეგ ფილიპჩენკოს და მოისეენკოს რუსეთში დაპატიმრებულ ლიეტუვის მოქალაქეებზე - ევგენი მატაიტისსა და არისტიდას ტამოშაიტისზე გაცვლიან.​ ტამოშაიტისს და მატაიტისს რუსეთში 12 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლოა, მოსკოვმა ლიეტუვას ნორვეგიელი ფრუდე ბერგიც გადასცეს, რომელსაც რუსეთში 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.


წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა