თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

11 რამ, რასაც გაიგებთ კარგი ურთიერთობების შესახებ, როდესაც ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით

1. არ არსებობს „სწორი დრო“ ვინმესთან შესახვედრად. არსებობს მხოლოდ „სწორი ადამიანი“, რომელიც შემოდის თქვენს ცხოვრებაში. და რაც უფრო მალე მიხვდებით ამას, მით უფრო სწრაფად დალაგდება ყველაფერი პირად ცხოვრებაში.


2. თუ ადამიანს ნამდვილად უნდა თქვენთან ყოფნა და გულწრფელად უყვარხართ, ის ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. უბრალოდ იმიტომ, რომ მას სჭირდებით. ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენს გვერდით იყოს.

3. მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა თქვენთან ყოფნა, ამასაც იგრძნობთ. ამას წაიკითხავთ იმის მიხედვით, თუ როგორ ყურადღებით დაიწყებს თქვენს შესწავლას ყოველი მხრიდან და იმედი ექნება, რომ დროთა განმავლობაში შეუყვარდებით. და როცა ეს არ გამოუვა - თქვენ ამასაც მაშინვე იგრძნობთ.


4. თქვენ არ დაუწყებთ ყურებას საათს. დრო, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ატარებთ, ძალიან სწრაფად გარბის. იმიტომ რომ თქვენთვის არ იქნება არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გვერდზე მყოფი ადამიანი.

5. თქვენ არ დაკარგავთ საკუთარ თავს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში, პირიქით - მოიპოვებთ, აღმოაჩენთ საკუთარ თავში ახალ წახნაგებს. ეს ხომ, პირველ რიგში, თქვენზეა დამოკიდებული. გიყვარდეს ვინმე სულაც არ ნიშნავს „გაიხსნა“ მასში და დაივიწყო საკუთარი თავი. თუ დაუშვებთ ამას, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებთ.


6. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდება. კარგი და ჯანსაღი ურთიერთობები დაგეხმარებათ მოიპოვოთ საკუთარი ნამდვილი „მე“. ისეთი, როგორიც არასოდეს არ ყოფილხართ ადრე. სიყვარული შთაგაგონებთ გაიზარდოთ და განვითარდეთ, სულ უფრო და უფრო შეიცნოთ საკუთარი თავი.

7. სიყვარული დაგეხმარებათ ფართოდ გახსნათ გული და შეიგრძნოთ სასწაული ემოციების მთელი გამა. სწორედ ამაშია სიყვარულის უდიდესი ჯადოსნურობა და ძალა. როცა ჩვენ გულწრფელად ვუყვარვართ, ჩვენ ყვავილივით ვიშლებით და გვინდა ფრენა.


8. მაგრამ მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის. სიყვარული ნამდვილად უდიდესი და მშვენიერი გრძნობაა, რომელიც შეუძლია განიცადოს მხოლოდ ადამიანმა, მაგრამ თუ არ არსებობს ერთგულება და მზადყოფნა იბრძოლო იმისათვის, რომ დაიცვა საკუთარი „კურთხეული ტაძარი ორისთვის“, მაშინ არაფერი გამოვა. ურთიერთობები ასეთ შემთხვევაში განწირულია.

9. სიყვარული არ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში ჯადოსნური ჯოხის ბრძანებით და საერთოდ არ ჰგავს ფანტაზიებს, რომლებსაც ჩვენ ვქმნით საკუთარ თავში. ყველაფერი არა ნაკლებ შესანიშნავად იქნება, მაგრამ სრულიად სხვანაირად. სიყვარული გაუთვალისწინებელია, როგორც ქარი, უჩინარია, როგორც ღრუბელი, და სრულიად თავისუფალი.


10. ნუ ელოდებით, რომ სიყვარული გადაგარჩენთ. ნუ ფიქრობთ, რომ თუ ვინმეს შეუყვარდით და დაგაფასებთ ღირსეულად, ეს ავტომატურად გაიძულებთ შეიყვაროთ საკუთარი თავი. არ შეიყვაროთ მხოლოდ იმიტომ, რომ გჭირდებათ, რომ ვინმემ იფიქროს თქვენზე და იყოს თქვენს გვერდით. ამის ნაცვლად ჯერ გაანალიზეთ, რა არ მოგწონთ საკუთარ თავში, და ეცადეთ შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ - ყველა ნაკლოვანებებითა და არასრულყოფილებით.

11. არავის ჩვენთაგანს არ შეუძლია იმის ცოდნა, დარჩება თუ არა ჩვენთან საყვარელი ადამიანი სამუდამოდ. მიიღეთ ის ფაქტი, რომ ჩვენ არ შეგვწევს უნარი მოვახდინოთ გავლენა ცხოვრებისეულ გარემოებებზე და არ შეგვიძლია წინასწარ იმის გაგება, თუ რა მოხდება. ჩვენ თავად ვაშენებთ „სამუდამოს“ ყოველ დღე.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა