თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

სკანდალი: კალაძე წილოსანს "აკაჩავებდა" და მამისა და ქმრის დაჭერით ემუქრებოდა - როგორ ჩააგდო "ოცნებამ" პროპორციული არჩევნები

ოპოზიცია სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი პირადად კახა კალაძის ზეწოლის შედეგად ჩააგდეს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი თბილისის მერმა კახა კალაძემ "აკაჩავა" და მეუღლისა და მამის დაჭერით დაემუქრა.

"ნინო წილოსანს კახი კალაძე ოჯახის წევრთა დაჭერით ემუქრებოდა. პირდაპირ რომ ვთქვა, წილოსანს კალაძე "აკაჩავებდა", მამით და ქმრით დაემუქრა, რომლებზეც საქმეა აღძრული"- აცხადებს უგულავა. მისივე ინფორმაციით, წილოსანი ცდილობდა აეხსნა პარტიის ლიდერებისთვის, რომ კანონპროექტის ჩაგდება "სუიციდი" იქნებოდა. "ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ წილოსანი წინააღმდეგობას უწევდა, თავი არ გამოგვეყოფაო"- თქვა გიგი უგულავამ. ზეწოლის შესახებ საუბრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილიც, რომერლიც აცხადებს, რომ კალაძე "ქურდული გარჩევით" ცდილობდა დეპუტატების შეშინებას. დეპუტატი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის პირობებში წილოსანის მამის წინააღმდეგ პროკურატურაში 2013 წლიდან საქმეა აღძრული, რომელიც დღესაც არაა დახურული."საუბარია 65 მილიონის გაქრობაზე რკინიგზიდან, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია"- ამბობს დეპუტატი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა