თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

"არა რუსეთუმე დეპუტატს!"; "ტენდერების მონა!" - გორში, იოსებ მაკრახიძის ოფისთან, დემონსტრანტები შეიკრიბნენ

გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და მის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმის მიცემა გააპროტესტეს.

ახალგაზრდებმა ოფისთან პლაკატებიც მიიტანეს, რომლებზეც ეწერა: "ტენდერების მონა", "არა რუსეთუმე დეპუტატს".
შეგახსენებთ, რომ მაკრახიძე ერთ-ერთი იყო იმ "ამბოხებული" დეპუტატებიდან, რომლებმაც პროპოპრციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს და ამით ივანიშვილის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ. საზოგადოების ნაწილმა ამ პროცესს "ივანიშვილის სპექტაკლი" უწოდა.

ავტორი:გიორგი ახალკაცი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა