თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 9 ნოემბერს გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მას დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურა ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება.

ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”, - აცხადებენ სუსში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა