თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

ჩინეთის უმსხვილესი ნაგავსაყრელი ვადაზე 25 წლით ადრე შეავსეს

ჩინეთის უმსხვილესი ნაგავსაყრელი განსაზღვრულ ვადაზე 25 წლით ადრე შეივსო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიგონი პროვინცია შენსიიში, ქალაქ ციანკუნგოუში 1994 წელს ააშენეს. მისი ფართობი 700 000 კვადრატული მეტრია, სიღრმე კი 150 მეტრი. გეგმის მიხედვით, ნაგავსაყრელი 2044 წელს უნდა შევსებულიყო, მაგრამ ყოველდღიურად იქ განსაზღვრული 2 500 ტონა ნაგვის ნაცვლად 10 000 ტონა იყრებოდა. ნაგავსაყრელი 8 მილიონ ადამიანს ემსახურებოდა.

ჩინეთი მსოფლიოში ნაგვის გამომუშავებაში ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირების პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში 2020 წლამდე ნაგვის გადამამუშავებელი 4 ახალი ქარხნის მშენებლობა დააანონსეს, რომლებიც დღეში 12 750 ტონა ნარჩენის გადამუშავებას შეძლებენ. რაც შეეხება შევსებულ ნაგავსაყრელს, მის ადგილას მთავრობა „ეკოლოგიური პარკის“ მოწყობას გეგმავს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა