თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

10 უცნაური რამ, რაც მამაკაცებს ქალში მოსწონთ

ქალებმა ვიცით, რას აქცევენ მამაკაცები ყურადღებას პირველ რიგში, მაგრამ არსებობს 10 უცნაური რამ, რაზეც ჩვენ არც დავფიქრებულვართ, მათ კი მოსწონთ. მოდი, გავერკვეთ.
1. ბუნებრივობა
მამაკაცებს მოსწონთ ქალი დავარცხნილი თმით, მოვლილი, აკურატული მაკიაჟით, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მათ მოსწონთ ბუნებრივობაც. ქალი გამოსასვლელი სამოსისა და მაკიაჟის გარეშე მათთვის უფრო მისაღებია, რადგან მისი უკეთ შეცნობის საშუალება ეძლევათ.

2. აქცენტი, სიტყვების წარმოთქმა
მამაკაცებმა აღიარეს, რომ ქალში ძალიან მოსწონთ განსაკუთრებული აქცენტი ან სიტყვების თავისებური წარმოთქმა.

3. შიში
მამაკაცებს არ სურთ, მუდამ შეშინებულს გხედავდნენ,
მაგრამ თქვენი მსუბუქი შიში (თუნდაც ობობის დანახვისას) ესიამოვნებათ, რადგან საშუალება მიეცემათ, თავი სუპერგმირად იგრძნონ.

4. "სტრიები"
განსაკუთრებით, მუცელზე. საოცარია, მაგრამ მათი დანახვისას მამაკაცს ახსენდება, რამდენ ტკივილს გაუძელით, რათა მისთვის შვილი გაგეჩინათ.

5. სამხედრო აღჭურვილობა
მამაკაცების აზრით, სამხედრო ფორმა ან სამოსის დეტალი, რომელშიც ქალია გამოწყობილი, მათ საოცრად აღაგზნებთ. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ, ხშირად იყავით ქალური, ზოგჯერ კი სამხედრო სამოსი, აქსესუარები მოირგეთ.

6. სათვალე
მამაკაცებს თურმე სათვალიანი ქალი მოსწონთ. ასე რომ, ლინზები შეგიძლიათ სათვალით შეცვალოთ და საყვარელ მამაკაცს ასიამოვნოთ.



7. მაკიაჟის კეთების პროცესი
ზოგიერთი მამაკაცი აღფრთოვანებული შესცქერის თავის საყვარელ ქალს, როცა ის მაკიაჟს იკეთებს. მათ მოსწონთ მისი გარდასახვის ყურება. ასე რომ, ნუ მოაკლებთ მათ ამ სიამოვნებას.

8. პირსახოცი თავზე
მამაკაცების აზრით, სველი თმა, განსაკუთრებით, გრძელი, საოცრად სექსუალურია. შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. ხშირად დაენახეთ პირსახოცით, მის ქვეშ ხომ სველი თმა იმალება?

9. სპორტი
სპორტდარბაზში მყოფი ქალი, თანაც, თუ ის ვარჯიშობს კიდეც, მამაკაცების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. განსაკუთრებით, თუ სექსუალური სპორტულები აცვია.

10. მისი პერანგი
ბანალურად ჟღერს, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ მისი მაისურის ქვეშ მის საყვარელ ქალს არაფერი აცვია, მამაკაცს საოცრად აღაგზნებს.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა