თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

ბრიუსელში საქართველოდან რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ

ბრიუსელში 18-19 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების ვიზიტი შედგება. დელეგაციის წევრები ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავენ.

დაგეგმილია შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანთან და პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, ევროკომისიაში კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის საბჭოს თანათავმჯდომარე მეტიუ ბოსკეტთან. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიიების წარმომადგენლები ნატოში საქართველოს ელჩს და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის გაესაუბრებიან.

19 ნოემბერს ევროპარლამენტში გაიმართება სემინარი, რომლის მომხსენებლებიც იქნებიან ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობ იაკობიშვილი; საპატრიარქოს წარმომადგენელი ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილი; საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი; სომხური ეკლესიის ვიკარი, მამა კირაკოს დავთიანი; კათოლიკური ეკლესიის ვიკარი გაბრიელე ბრაგანტინი; თბილისის დიდი სინაგოგის საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა