თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

"თუ კანონპროექტის პირველ მოსმენას მინიმუმ 100 დეპუტატი ესწრებოდა, ის მეორე მოსმენაზეც უნდა გავიდეს" - ეკა ბესელია

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტის ჩავარდნა - ეკა ბესელიას ინფორმაციით, თუ კანონპროექტის პირველ მოსმენას მინიმუმ 100 დეპუტატი ესწრებოდა, ჩაგდების შემთხვევაშიც, ის მეორე მოსმენაზე უნდა გავიდეს.

"პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას უნდა განუმარტოს, რომ კონსტიტუციური კანონპროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, მეორე მოსმენაზე ყველა შემთხვევაში უნდა გავიდეს სესიაზე. ეს არის გარდაუვალი პროცესი. გუშინდელი კენჭისყრის შედეგები ასე არ მთავრდება და პროცესი უნდა გაგრძელდეს. მეორე მოსმენაზე ის გამოვა, რადგან კვორუმი ჰქონდა 101 და კონსტიტუციის ჩანაწერი ითვალისწინებს, რომ თუ არის 100 ან 100-ზე მეტი ხმა, ასეთ შემთხვევაში მიღებულია და ის გრძელდება მეორე და მესამე მოსმენისთვის" - აღნიშნა ბესელიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა