თეგებით ძიება
15. 11. 2019 News-ები

როდის დაიწყება ყინვები თბილისში - ამინდის უახლოესი დღეების პროგნოზი

ამინდის პროგნოზი მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის, რომ დღე სწორად დაგეგმონ. როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში და როდემდე გაგრძელდება ნალექი, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვპასუხობენ:

"დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18-23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 20-25 მ/წმ-ში. ქარი შენარჩუნდება 17 ნოემბრამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ შესაძლებელია მცირე წვიმა. ნისლიანი და ღრუბლიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა, საკმაოდ დაბალი, 7-12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. კვირას უნალექო ამინდი იქნება, თუმცა, კვლავ დაბალი ტემპერატურა. 18 ნოემბერს აღმოსავლეთში შედარებით მოიმატებს ტემპერატურა, დღისით 9-14 გრადუსი.

თბილისში ხვალ მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემპერატურა კი 8 გრადუსამდე. 17 ნოემბერს დღისით უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა 10 გრადუსამდე მოიმატებს. 18 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა 11 გრადუსამდე მიაღწევს.

თბილი ამინდი, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრამდე ნარჩუნდება, მერე ტემპერატურა ნელ-ნელა იკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 20 ნოემბრამდე უნალექო, თუმცა ცივი ამინდია მოსალოდნელი." - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე არსებული ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს თბილისში ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი. მაღალმთიან და მთიან რაიონებში ღამით მოსალოდნელია ძლიერი ყინვა, რაც რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ამინდის უახლოესი ათდღიანი პროგნოზი კი თბილისში ასე გამოიყურება:

როდის დაიწყება ყინვები თბილისში - ამინდის უახლოესი დღეების პროგნოზი


წყარო: mshoblebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა