თეგებით ძიება
19. 11. 2019 News-ები

ამერიკელი ქიმიკოსები უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მეტამფეტამინის დამზადებისთვის დააკავეს

აშშ-ში ორი ამერიკელი პროფესორი დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ არკანზასის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მეტამფეტამინის დამზადება. პოლიციის ინფორმაციით, 45 წლის ტერი ბეიტმენი და 40 წლის ბრედლი როულანდი ნარკოტიკულ ნივთიერებებს უშუალოდ უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მოიხმარდნენ. ინფორმაციას ავრცელებს nbcnews-ი.

არკადელფიის კოლეჯის პრეს-სპიკერის განცხადებით, ორივე პროფესორი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დადგინდა შემოწმების შედეგად, რომ უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრში დადასტურდა ბენზინქლორიდის შემცველობა. აღნიშნული ნივთიერება კი მეტამფეტამინის დამზადებისთვის უმნიშნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. სამართალდამცველებმა მეცნიერებს ბრალი 15 ნოემბერს წაუყენეს და იმავე დღეს დააკავეს პროფესორები.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა