თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

ტაილანდში Philip Morris-ი 39 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

ტაილანდის სასამართლომ მსხვილი თამბაქომწარმოებლის Philip Morris-ის ადგილობრივი ფილიალი გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ Philip Morris-ი ფილიპინებიდან იმპორტირებული სიგარეტის რეალურ ფასს არ უთითებდა და ამის გამო ბიუჯეტში 1,2 მილიარდი ტაილანდური ბატი (39,7 მილიონი დოლარი) უნდა გადაიხადოს.

გარდა ამისა, კომპანიის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად სასამართლომ გაამართლა მისი 7 თანამშრომელი, რომლებსაც უკანონო ოპერაციებთან კავშირში ადანაშაულებდნენ.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ Philip Morris-ის ტაილანდურ ფილიალს 2003-2006 წლებში 20 მილიარდი ბატის (662 მილიონი დოლარის) ოდენობის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებდნენ. მაშინ ფილიპინების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ტაილანდში იმპორტის უსამართლო ტარიფები იყო დაწესებული, რათა უპირატეს მდგომარეობაში სახელმწიფო კომპანია „ტაილანდის თამბაქოს მონოპოლია“ აღმოჩენილიყო. მოგვიანებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) აღიარა, რომ ტაილანდის საგადასახადო სამსახური უსამართლოდ მოქმედებდა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა