თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

მცხეთაში, მაჟორიტარის ბიუროსთან შეხლა-შემოხლის დროს პოლიციამ "გაბედეს" წევრები დააკავა, ხუნდაძის მომხრეები კი სიტუაციას განარიდა

მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან, მოძრაობა "გაბედეს" წევრები დააკავეს. რამდენიმე აქტივისტს შორის დაკავებულია ბექა ნათელაშვილი.

პოლიციამ დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა დეპუტატ ხუნდაძის მხარდამჭერებსა და მოძრაობა "გაბედეს" წევრებს შორის.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიცია შერჩევითი პრინციპით მოქმედებდა და მხოლოდ "გაბედეს" აქტივისტებს აკავებდა:
"პოლიციამ დააკავა ჩვენი მეგობრები, ისინი კი (ხუნდაძის მხარდამჭერები, -რედ.) ადგილიდან გააცილა. ძალიან მარტივია ამ ყველაფრის სცენარი, აქ დაგვახვედრეს "ტიტუშკები" და აი ასე აპირებს ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს შორის შუღლის დათესვას და დაპირისპირების გამოწვევას", - ამბობს ერთერთი აქტივისტი.
შეგახსენებთ, მცხეთაში მოძრაობა "გაბედე" იმისთვის ჩავიდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატისთვის მოეთხოვა პასუხი 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა