თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

ბერლინში შტაზის მუზეუმი გაძარცვეს

ბოროტმოქმედებმა ბერლინში, აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურის, „შტაზის“ მუზეუმი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მძარცველებმა შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს, გატეხეს რამდენიმე ვიტრინა, საიდანაც ოქროს ნაკეთობები და მედლები წაიღეს.

დანაშაულის ჩადენის დრო უცნობია. მუზეუმის თანამშრომელმა ძარცვის კვალი 1-ელ დეკემბერს აღმოაჩინა. მძარცველების მიერ წაღებულ ნივთებს შორის მე-18 საუკუნის უნიკალური სამკაულებიცაა, თუმცა შავ ბაზარზე მათი გაყიდვა რთული იქნება.

მუზეუმის დირექტორის, ჰოერგ დრისელმანის განცხადებით, წაღებულ მედლებს შორის „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ოქროს ორდენი, ლენინის ორდენი და აღმოსავლეთ გერმანიის უმაღლესი ჯილდო - კარლ მარქსის ორდენია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა