თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

აკაკი ზოიძე პარლამენტიდან და პოლიტიკიდან მიდის

აკაკი ზოიძემ ოფიციალურად მიმართა პარლამენტს, შეუჩეროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ასევე, გაათავისუფლონ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

მისი თქმით, თანაგუნდელებს აუცილებლად დაეხმარება, თუ მათ კონსულტაციები დასჭირდებათ, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ აკაკი ზოიძის მიმართვა პარლამენტის ბიურომ უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. ზოიძეს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, სავარაუდოდ, დიმიტრი ხუნდაძე შეცვლის, რომელიც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატია.
შეგახსენებთ, აკაკი ზოიძე ერთადერთი იყო უმრავლესობიდან, ვინც პროპორციული სისტემით 2020 წელს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გამოთქვა იდეა, რომ ჩატარებულიყო პლებისციტი და მოქალაქეებს თავად აერჩიათ, რომელი სისტემა ერჩივნათ. ზოიძის შეთავაზებამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა თავად უმრავლესობაში, ხოლო თავად დეპუტატმა ერთი კვირა იფიქრა და დღეს განაცხადა, რომ პარლამენტიდან და პოლიტიკიდან მიდის.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა