თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

პარლამენტი მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 15 დღის ვადაში განიხილავს

პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 15 დღის ვადაში განიხილავს - ინფორმაცია ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ მიაწოდა.
„პირველ რიგში, სამართლებრივ მხარეს შევეხები. საქრათველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში არის შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში უკვე დგება საფუძველი დეპუტატეტის უფლებამოსილების შეწყვეტისათვის. ამ შემთხვევაში, განაჩენი კანონიერ ძალაში არის შესული, იმიტომ, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკვე საბოლოო ძალაში შესული. აქედან გამომდინარე, პირდაპირი საფუძველი არის იმისათვის, რომ დეპუტატს მისი სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს ანუ, იურიდიულად, აქ ცალსახა განმარტება არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, დაელოდება თუ არა „ქართული ოცნება“ სასამართლოს ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებას, კობახიძემ განმარტა:

„ჩვენ არ გვქონია კონსულტაციები, თუმცა ალბათ, გავყვებით, სავარაუდოდ, რეგლამენტს. ვერ გეტყვით, ჯერ რადგან კონულტაცია არ გვქონია, მე არ მიმიღია ასეთ კონსულტაციებში მონაწილეობა. საპარლამენტო გადაწყვეტილება გვექნება კონსულტაციებით და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა