თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

კრიმინალები მანქანების გასაძარცვად WHATSAPP-ის აპლიკაციას იყენებენ

კრიმინალური ბანდები იყენებენ კოდირებულ შეტყობინებებს whattAPP-ის აპლიკაციის ჯგუფებში, რათა შეადგინონ იმ მანქანათა სია, რომლებიც შემდგომში უნდა გაიტაცონ. ინფორმაციას ავრცელებს DAILYMAIL-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდები თავდაპირველად ირჩევენ სასურველ მანქანებს, რომლის შემდეგაც ისინი ქმნიან ვირტუალურ ნომრებს, შემდეგ კი ავტომობილის გასატაცებლად ადგენენ გეგმებს. კრიმინალებს შორის კომუნიკაცია ხდება არა მარტო დახურულ ჯგუფებში, არამედ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტთამაშებში.

დიდი ბრიტანეთის შსს-ის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში 112 000 მანქანა იქნა მოპარული. სამართალდამცავთა თქმით, მანქანის მოპარვის შემდეგ ხშირია შემთხვევები ავტომობილების დაშლის და ნაწილებად გაყიდვის, რაც გარკვეულწილად უფრო მომგებიანია ხოლმე

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა