თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

სამოაზე წითელას ეპიდემიას 50 ჩვილი ემსხვერპლა

სამოაზე წითელას ეპიდემიას 50 ჩვილი ემსხვერპლა. ეპიდემიის მიზეზი იმუნიზაციის ძალიან დაბალი დონე გახდა. The Associated Press-ის ცნობით, საერთო ჯამში წითელას ეპიდემიას უკვე 53 ადამიანი, მათ შორის ერთი ზრდასრული და ორი მოზარდი ემსხვერპლა. კიდევ 19 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. სულ წითელას დიაგნოზით საავადმყოფოებში 1100 ადამიანი გადაიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ვაქცინაცია ჩვილთა 30%-მა გაიარა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვაქცინაციაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 2018 წელს ვაქცინის გამო 2 ბავშვი დაიღუპა. სოციალურ ქსელებში ამას ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო პერსონალის შეცდომა იყო.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 200-ათასიანი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამ ეტაპზე ვაქცინა მხოლოდ 58-მა ათასმა გაიკეთა. 2 დეკემბერს მთავრობამ რამდენიმე დღით მუშაობა შეაჩერა, საჯარო სტრუქტურების თანამშრომლები კი ეპიდემიასთან ბრძოლის კამპანიაში ჩაერთნენ.

ხელისუფლების განცხადებით, კუნძულზე ვირუსი ახალზელანდიელმა ტურისტმა ჩაიტანა. ახალი ზელანდიის პრემიერმა, ჯასინდა არდერნმა სამოაზე 50 ექიმი და 1000 ვაქცინა გაგზავნა. აშშ-დან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან სამოაზე 100 ექიმი ჩავიდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა