თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

მიშველეთ, სანამ ჩემს ქალიშვილს უბედურება არ ჩაუდენია - 83 წლის მოხუცი შველას ითხოვს

„უნდა მიშველოთ არამარტო მე, არამედ მათაც, ვისაც ჩემმა ქალიშვილმა ინგა ჩორგოლიანმა შესაძლოა ფსიქიკური დაავადების გამო მიაყენოს ზიანი“, - ამის შესახებ 83 წლის ეთერ სარდიშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

მოხუცი ყვება, რომ შვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში პატრულის დახმარებით ამ დღეებში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით, მისთვის 10-დღიანი მკურნალობა საკმარისია და სახლში უნდა გაწერონ.

„თავად მედიცინის მუშაკი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა ამ 10 დღეში ოდნავადაც არ გაუმჯობესდება. არავინ იცის, რას აუტეხს ოჯახის წევრებს, მცირეწლოვან შვილიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული აგრესიით იხსენიებს, შემდეგ კი სულაც უცხო ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა შემთხვევით გადაეყაროს. მითხარით, რა მოვიმოქმედო, რომ სახელმწიფომ ჯეროვანი მკურნალობა ჩაუტაროს, რათა რაიმე საშინელება არ ჩაიდინოს? 83 წლის ქალს სიბერის კიდევ უფრო გამწარების სასტიკად მეშინია. მერე ხომ ყველაფერი გვიანი იქნება. სახელმწიფოს ეს არ ანაღვლებს, მე კი აღარც ძალა შემწევს და არც ენერგია, რომ ამ სიტუაციას გავუმკლავდე.

მეშინია, ის არ განმეორდეს, რაც რუსთავში მოხდა, როცა ფსიქიკურად დაავადებულმა ბიძამ ძმისშვილი მოკლა, ან როცა ფსიქიკურად დაავადებულმა ქალმა ქუჩაში სხვისი უმწეო ბავშვი დაჭრა. ჩემს შვილიშვილს 3 წლის ბიჭი ჰყავს. ჩემი ქალიშვილი მას განსაკუთრებით აგრესიულად ექცევა. ფსიქიკურად დაავადებული, რომ არ იყოს რომელი ჯანმრთელი ადამიანი შეიძულებდა 3 წლის შვილიშვილს? ასეთ ადამიანის შინ წამლების მიღება როგორ ვაიძულო. მალულად რომ მივცე და შემატყოს, მომკლავს. არადა, რა ვქნა, კლინიკიდანაც კი ყოველ წუთს ყვირილით მირეკავს, აქედან წამიყვანე, არც აქ ყოფნა მინდა, არც ამათი წამლებიო“, - ამბობს 83 წლის ქალი.

წყარო: primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა