თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

კომაროვის სკოლის ფილიალი შენდება ბათუმში, ოზურგეთში კი N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი და მოადგილე გიორგი თინაძე სამუშაო ვიზიტით აჭარისა და გურიის რეგიონში იმყოფებოდნენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილე ჯემალ სურმანიძესთან ერთად ადგილზე გაეცნენ ქალაქ ბათუმის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოების პროცესს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაათვალიერეს ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სკოლის სრული რეაბილიტაცია და მოეწყო სააქტო და სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო კლასკაბინეტები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის და რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულია მაღალი სტანდარტის, თანამედროვე ტექნოლოგიის სამშენებლო მასალა.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა