თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

შოტლანდიის სანაპიროსთან გამორიყული მკვდარი ვეშაპის მუცელში 100 კგ ნაგავი აღმოაჩნდა

შოტლანდიის სანაპიროებთან, სეილბოსთის სანაპიროზე მკვდარი ვეშაპი გამოირიყა, რომლის კუჭშიც 100 კილოგრამის მოცულობის ნაგვის ნარჩენები აღმოაჩინეს.

ძუძუმწოვარი თევზის მუცლიდან ამოიღეს სათევზაო ბადეები, ნამტვრევები, ხაფანგები, სხვადასხვა სახის ჩანთები, პოლიეთილენის პარკები და ა.შ. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

შოტლანდიის საზღვაო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს გამოძიება ,რომელმაც უნდა დაადგინოს იყო თუ არა ზღვაში არსებული დაბინძურება ვეშაპის გარდაცვალების მიზეზი.

ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში ნათქვამი იყო, რომ ცხოველის მდგომარეობა ბუნებრივად არ იყო მძიმე, იგი არ ყოფილა ავად, რის გამოც შესაძლებელი იყო მისი გარდაცვალება, თუმცა სავარაუდოა, რომ მის კუჭში უცხო სხეულების მოხვედრის დიდმა რაოდენობამ განაპირობა მისი გარდაცვალება, რამაც დააზიანა მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა.

2018 წელს შოტლანდიაში დელფინებისა და ვეშაპების გარდაცვალების რიცხვმა 930-ს მიაღწია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა