თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვირუსული მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეს ექიმებმა ვირუსული მენინგიტი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს განათლების სამინისტროში დაუდასტურეს და თქვეს, რომ შემთხვევა ორი კვირის გამოვლინდა.

უწყებაში განაცხადეს, რომ ამ სკოლაში ყველა პრევენციული ზომა ჩატარდა, რაც დეზინფექციასაც გულისხმობს. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ სკოლის სხვა მოსწავლეებსაც აქვთ მენინგიტის ნიშნები, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სხვა შემთხვევის შესახებ მათთვის ცნობილი არაფერია.

ვირუსული მენინგიტი თავის ტვინის გარსების ანთებაა, რომელსაც სხვადასხვა ვირუსი იწვევს და წარმოადგენს ასეპტიკური მენინგიტის ყველაზე ხშირ მიზეზს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა