თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

სისხლიანი გარჩევა პანკისში - ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პანკისის ხეობაში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არბი ქავთარაშვილსა და რუსლან ხანგოშვილს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში ოფიციალურად წარუდგინეს.

ბრალდებულებისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

გამოძიება 22 წლის არბი ქავთარაშვილს 37 წლის ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება. ხოლო, 27 წლის რამაზ ხანგოშვილის წინააღმდეგ გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა, რასაც 37 წლის ვისური მუთოშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი პირი მძიმედ დაიჭრა.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა