თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

11 პროდუქტი, რომლებიც ჯანმრთელობას ვნებს

ეს პროდუქტები შეიძლება მხოლოდ სწორ დროს მიირთვათ.

1. ხაჭო

საუკეთესო დრო - შუადღე:

- ეხმარება საჭმლის მონელებას;

- ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

ცუდი დრო - საღამო:

- რეკომენდებული არ არის განსაკუთრებით იმ შემთხვევში, თუ ხშირად ცივდებით;

- ხელს უწყობს ლორწოს წარმოქმნას.


2. ბრინჯი

საუკეთესო დრო - შუადღე:

- დღისით ნივთიერებათა ცვლა სწრაფად მიმდინარეობს, რაც ნახშირწყლებით წარმოქმნილი კალორიების დაწვის საშუალებას იძლევა.

ცუდი დრო - საღამო:

- ხელს უწყობს წონის მატებას.


3. ვაშლი

საუკეთესო დრო - დილა:

- პექტინების წყალობით ვაშლი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგ ფუნქციონირებას და ყაბზობის თავიდან აცილებას;

- პექტინები ანეიტრალებს კანცეროგენებს.

ცუდი დრო - საღამო და ძილისწინ:

- ორგანული მჟავები იწვევს მჟვიანობასა და დისკომფორტს მუცელში;

- ღამის საათებში პექტინები საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძნელად გადასამუშავებელია.


4. ტკბილეული

საუკეთესო დრო - დილა:

- ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი დილაობით შაქარს უკეთესად უმკლავდება;

- მთელი დღის განმავლობაში მეტი შესაძლებლობაა კალორიების დასახარჯად.

ცუდი დრო - საღამო:

- შაქარი ხელს უწყობს წონის მატებას;

- შაქარი გამაღიზიანებლად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და იწვევს მოუსვენრად ძილს.


5. ბანანი

საუკეთესო დრო - სადილი:

- უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით ბანანი ეხმარება საჭმლის მონელებას;

- ბანანი ბუნებრივი ანტაციდებია (დაბალი მჟავიანობა), რომლებიც ხელს უწყობს გულძმარვის განეიტრალებას.

ცუდი დრო - გვიანი საღამო:

- ხელს უწყობს ადვილად გაცივებას;

- ბანანის მშიერ კუჭზე ჭამამ შეიძლება მისი გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო.


6. ხორცი

საუკეთესო დრო - დღე:

- ხორცი გადასამუშავებლად რთული პროდუქტია;

- ცილების მაღალი შემცველობის წყალობით ხელს უწყობს ფიზიკური სიძლიერეს და აუმჯობესებს კონცენტრაციას.

ცუდი დრო - საღამო:

- ცილოვანი საკვების ღამით ჭამა დამამძიმებლად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და იწვევს მოუსვენარ ძილს.


7. პარკოსნები

საუკეთესო დრო - საღამო:

- უჯრედისით მდიდარი პარკოსნები, ლობიო და ოსპი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ამცირებს ქოლესტერინს;

- კვლევებმა დაამტკიცა, რომ პარკოსნები ხელს უწყობს მოსვენებით ძილს.

ცუდი დრო - დილა:

- დილით ან დღისით უჯრედისით მდიდარი პარკოსნების ჭამით, გაიძლიერებთ მადას და დამატებით უამრავ კალორიას მიიღებთ.


8. ნიგოზი

საუკეთესო დრო - საღამო:

- შეიცავს ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის „ომეგა-3“-სა და ანტიოქსიდანტებს;

- დამტკიცებულია, რომ აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

ცუდი დრო - დილა/დღე/ღამე:

დროის ამ მონაკვეთებში ნიგოზი თქვენს ორგანიზმს ნაკლებ სარგებლობას მოუტანს.


9. ლეღვი და გარგარი

საუკეთესო დრო - ადრიანი დილა:

- აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს;

- ამუშავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

ცუდი დრო - საღამო:

- წარმოქმნის გაზებს და ანელებს მონელებას.


10. ყველი

საუკეთესო დრო - ადრიანი დილა:

- ზოგიერთი ვეგეტარიანელისთვის ხორცის საუკეთესო შემცვლელია;

- ზომიერად მიღება ხელს უშლის ზონის მატებას და მუცლის შებერილობას;

ცუდი დრო - საღამო:

- ძნელად მოსანელებელმა ყველმა შესაძლოა მონელების პროცესი შეანელოს და ზონაში მატება გამოიწვიოს.


11. რძე

საუკეთესო დრო - ღამე:

- თბილი რძე ამშვიდებს ორგანიზმს და აუჯობესებს ძილს.

ცუდი დრო - დილა:

- ფიზიკური ვარჯიშის გარეშე ძნელია რძის მონელება, ამან კი შესაძლოა, თქვენი კვების რეჟიმი შეცვალოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა