თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

საქმე ის გახლავთ, რომ სტოკჰოლმში ძაღლის ყოლისთვის პატრონს გადასახადის გადახდა ეკისრება. თუმცა ამ ხარჯისთვის ბევრი თავის არიდებას ცდილობს.

მუნიციპალურ საგადასახადო სამსახურს არაკეთილსინდისიერი პატრონების გამოსავლენად ელფრიდა კარლსონი ჰყავს - ასე ვთქვათ, მყეფარე ინსპექტორი. იგი სახლებში დადის და 20 სხვადასხვა ჯიშის ძაღლის ხმაზე ყეფს. მის ყეფას ყეფითვე პასუხობენ ძაღლები და ამით საკუთარ თავს, შესაბამისად კი პატრონის მიერ გადასახადისგან თავის არიდებას ამხელენ. ინსპექტორი კარლსონი ძაღლის ხმით ადგენს ძაღლის ჯიშს, ასაკს და შესაბამის ჯარიმას წერს.

მოკლედ, დიდი უცნაური ხალხია ეს სტოკჰოლმელი კარლსონები - ერთი პროპელერით დაფრინავდა და კანონმორჩილ შვედებში ქაოსი შეჰქონდა, მეორე ყეფით დადის და კანონდამრღვევ შვედებს კანონმორჩილებას აიძულებს.



წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა