თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

ცხოველთა უფლებების დამცველები ბარსელონაში გაშიშვლდნენ

70-მდე ცხოველეთა უფლებების დამცველი აქტივისტი ბარსელონას ცენტრში შეიკრიბა, გაშიშვლდა და წითელი საღებავით შეიღება სხეული. ისინი ამ ფორმით აპროტესტებდნენ ბეწვის ინდუსტრიას, რომელიც ძალზე პოპულარულია ესპანეთში. ინფორმაციას ავრცელებს DAILYMAIL-ი.

პროტესტის მონაწილეებმა ზემოხსენებული პერფორმანსით საზოგადოებას ამცნეს, თუ როგორ სასტიკად ექცევიან ცხოველებს-ათობით ათასს კლავენ ყოველ წლიურად, რათა მათი ბეწვისა და კანისგან დაამზადონ სხვადასხვა სახის სამოსი. აქტივისტებმა მოითხოვეს ესპანეთისგან, შეაჩერონ ცხოველების ხოცვა და უარი თქვან ბეწვის ინდუსტრიაზე

მიწაზე გაწოლილმა სისხლით დაფარულმა შიშველმა დემონსტრანტებმა აღნიშნული ღონისძიებით სცადეს საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ გამოიყურებიან სასაკლაოებზე მოკლული კან გამოცლილი ცხოველები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იტანჯებიან და კვდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის თქმით, კატებსა და ძაღლებსაც იყენებენ ტანსაცმლის დასამზადებლად ჩინეთში. მათი განცხადებით, ევროპაში ყოველწლიურად 32 მილიონი ცხოველი კვდება ბეწვის ინდუსტრიის გამო, რომელიც ბრიტანეთში 2000 წელს აიკრძალა, ხოლო ავსტრიაში 2004 წელს.








წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა