თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

არჩილ თალაკვაძე: "ისეთი აქტივობების პრევენცია უნდა მოხდეს, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს"

სახელწიფომ პრევენციული ზომები უნდა გამოიყენოს ისეთი მოქმედებების დროს, რომელმაც შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს - მსგავსი განცხადება გააკეთა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის სპიკერი გუშინ, თბილისში, “ქართული ოცნების” ოფისთან მომხდარი დაპირისპირებას გამოუხმაურა.

თალაკვაძე ირწმუნება, რომ ახალგაზრდებისთვის კონტრაქცია არავის მოუწყვია.
“კონტრაქცია ცოტა სხვა რამეს ნიშნავს… გუშინ რაც ვნახეთ, რეალურად ნათელია, თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მხარეს მოქმედებები, რომლებმაც შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს.

პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისევე როგორც კანონით არის გათვალისწინებული და წინასწარ უნდა მოხდეს პრევენცია ისეთი აქტივობების, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს”,- განაცხადა თალაკვაძემ.

"ქართული ოცნების” ახალგაზრდა აქტივისტებსა და მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებს შორის დაპირისპირების დროს ხუთი პირი დაშავდა.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა