თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში - ერთმანეთს "ოცნების" და ენმ-ს წევრები დაუპირისპირდნენ

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული - რამდენიმე პირი ადგილს განარიდეს, ერთი კი დაკავებულია.

ხმაურია ამ წუთებში ქობულეთის საკრებულოს შენობაში, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სიტყვიერი და ფიზიკური დაპუპირირისპირდნენ.

"ზონდერებო"- ისმის ერთმანეთის მისამართით ბრალდებები, რასაც უცენზურო სიტყვებიც ემატება.

სამართალდამცავებმა ქობულეთის საკრებულოს შენობიდან დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე გაიყვანეს, ერთი პირი კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

დილიდან ქობულეთის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა