თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

"რატომ უნდა მოგინდეს "ოცნების" ოფისთან გააპროტესტო? არ არის სხვა ლოკაციები?" - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ინციდენტების ორგანიზატორი როგორც ყოველთვის ოპოზიციაა.

"რატომ უნდა მოგინდეს "ოცნების" ოფისთან გააპროტესტო? არ არის სხვა ლოკაციები? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, რათა მოხდეს დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ და სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ და მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და არა დაპირისპირებას, ცხვირ-პირის მტვრევას. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, თუნდაც კითხვის დასმასაც. როდესაც მიდიხარ და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ, არ არის ეს ცივილური ფორმა. დღეს ვართ დემოკრატიის სულ სხვა საფეხურზე და გვაქვს პრეტენზია, რომ განვითარებული ქვეყანა ვართ, დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება და მთავარი მიზანია, რომ გავხდეთ ევროპის დიდი ოჯახის წევრი, ასეთი დესტრუქციული ქმედებები პირველ რიგში ქვეყნის იმიჯს აზიანებს" - აღნიშნა კახი კალაძემ.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა