თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

"აშშ-მა უნდა აირჩიოს თუ რა საჩუქრის მიღება სურს ჩვენგან საშობაოდ" - ოფიციალური ფხენიანი

ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ წლის დასასრული ახლოვდება და აშშ-ზეა დამოკიდებული, თუ რა საშობაო საჩუქარს აირჩევს, რომელსაც ჩვენგან მიიღებს,- განაცხადა კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რი ტი სონგმა. ამის შესახებ წერს CNBC

ოფიციალურ ფხენიანს არ უთქვამს, რა ვადა იყო განსაზღვრული განცხადებაში. აპრილში ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი ელოდება ამ წლის ბოლომდე აშშ-სგან შეცვალოს მიდგომები დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალებით გარეშე.

„აშშ-ს მიერ წარმოებული დიალოგი, სინამდვილეში, არაფერია, თუ არა უგუნური ხრიკი, რომელსაც წარმატებულად გამოიყენებს შიდა პოლიტიკური სიტუაციისთვის და საარჩევნო კამპანიისთვის“ ,- ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ განცხადებაში.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა