თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

"აქციაზე ორჯერ წაყლს თუ მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, ახლა ვცდილობთ წყალი გავათბოთ" - შინაგან საქმეთა მინისტრი

"ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ"

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აქციებთან დაკავშირებით სამართალდამცავების და ხელისუფლების მიმართა გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

მისი თქმით, პოლიცია ხშირ შემთხვევაში უმოქმედობაშია.

"ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს" - აღნიშნა მინისტრმა.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა