თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

აქცია-მსვლელობა მცხეთის მერიისკენ - ოპოზიცია "ოცნების" ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს აპროტესტებს

მცხეთის ცენტრში ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც აქცია -მსვლელობას მერიისკენ აწყობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინდელ შემთხვევას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარდაჭერებმა სცემეს.

მცხეთის ცენტრში მათ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დახვდნენ. მათი თქმით, ისინი ოპოზიციის ლიდერებს არ მისცემენ საშუალებას აქცია გამართონ მერიასთან.

ადგილზე სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა