თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

აშშ-მა ინდოეთის კოსმოსური ხომალდის ნარჩენები აღმოაჩინა მთვარეზე

NASA-მ ინდოეთის კოსმოსური ხომალდის ნარჩენები აღმოაჩინა, რომელიც სექტემბერში მთვარის სამხრეთი პოლუსის ნაწილში ცდილობდა დაშვებას, თუმცა ზედაპირზე მიახლოებისას დაიმტვრა. ინფორმაციას ავრცელებს BLOOMBERG-ი.

აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ გამოაქვეყნა სურათები, სადაც ნაჩვენებია მთვარეზე კოსმოსური ხომალდის მხრიდან დაჯახების ადგილები და კომპლექსის ნამსხვრევები . მთვარეზე ექსპედიციას აქტიურად აკვირდებოდა პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრი ნარენდრი მოდიც. აღნიშნული დაშვება მოხდა ნილ არმსტრონგის მთვარეზე ჩამოსვლიდან 50 წლის შემდეგ.

„მიუხედავად დანაკლისისა, მთვარის ზედაპირზე მიახლოებაც კი გასაოცარი მიღწევა იყო“ ,- ნათქვამია NASA-ს ოფიციალურ განცხადებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა