თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

მალტაში მოკლული ჟურნალისტის ოჯახმა ქვეყნის პრემიერს უჩივლა

მალტაში მოკლული ჟურნალისტის დაფნე კარუან გალიცია ნათესავებმა ქვეყნის პრემიერმინისტრის ჯოზეფ მუსკატის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

მთავრობის მეთაურს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. მოსარჩელეები ჟურნალისტის ქმარი და შვილები არიან. ისინი მოითხოვენ გაირკვეს, ჰქონდა თუ არა პრემიერს პირადი ინტერესი ჟურნალისტის ლიკვიდაციაში.

ამავდროულად, დემონსტრანტები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვენ.

თავად მუსკატმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ პოტს ახალი წლის შემდეგ დატოვებს. მისი ოპონენტები კი აცხადებენ, რომ პრემიერმა უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.

პარალელურად, ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ მალტაში ევროპელი კანონმდებლების დელეგაცია ჩავა. ისინი აპირებენ შეამოწმონ, როგორ მიმდინარეობს ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიება.

ჟურნალისტი დაფნე კარუან გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს. მკვლელობიდან ორ თვეში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, თუმცა ისინი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. რამდენიმე დღის წინ მალტის პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი, მელვინ თეუმა დააკავა. გამოძიება მას მკვლელობის შემსრულებლებსა და დამკვეთს შორის შუამავლობას ედავება.

დაფნე კარუან გალიცია„პანამის დოკუმენტებს“ სწავლობდა, რომელშიც მალტელ პოლიტიკოსებზეც მიაკვლია ინფორმაციას. ის ამტკიცებდა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის ცოლი, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფლობს, რომელიც ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან იღებს.

„პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნების გამო მალტაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც მუსკატმა ისევ გაიმარჯვა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა