თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება

„დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, შვილთან ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში დღეს გაემგზავრა.
ბურჯანაძე პოლიტიკური წრეების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება. პრესსამსახურის განმარტებით, მისი ვიზიტი მოსკოვში ერთი თვის წინ დაიგეგმა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჯანაძე მოსკოვში შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას განიხილავს. მათ შორის მხარეებთან ისაუბრებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს.

ნინო ბურჯანაძე თბილისში კვირის ბოლოს დაბრუნდება.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა