თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

პანკისში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

პანკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირის პროცესი, რომელიც თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არბი ქავთარაშვილსა და რამაზ ხანგოშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.

ბრალდების მხარემ აღნიშნული შუამდგომლობა რამდენი არგუმენტით ახსნა, მათ შორის დასახელდა მტკიცებულებების განადგურების, ქვეყნიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მარიამ ქიშმარიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას მიესალმება იმ არგუმენტით, რომ ხეობაში გვარებს შორის მორიგი დაპირისპირება თავიდან იქნეს აცილებული.

პროცესზე 26 წლის არბი ქავთარაშვილმა და 29 წლის რამაზ ხანგოშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ისინი თავს დამნაშავედ ცნობენ. მორიგი სასამართლო სხდომა 2020 წლის 22 იანვარს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ორივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ ღამით წარედგინა.მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარების მუხლებით დაიწყო.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ორ გვარს შორის დაპირისპირების დროს 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს, დაიჭრა კონფლიქტის მონაწილე სამი ადამიანი.

მომხდარის მიზეზად ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის პირადი კონფლიქტი სახელდება.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა