თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, პეტერ ზაიზენბახერს ხუთ წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ამის შესახებ judoinside წერს.

ზაიზენბახერი 1999 და 2004 წლებამდე პერიოდში არასრულწლოვან გოგონებთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლდა.

ის ავსტრიის მართლმსაჯულებას წლების განმავლობაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ემალებოდა. შემდეგ კი ის კიევში დააკავეს და ავსტრიაში ექსტრადირება 2019 წლის სექტემბერში მოხერხდა. სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, 59 წლის ბრალდებულს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ზაიზენბახერი 2011-2012 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილი შვიდი წლის წინ, ლონდონში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა