თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

5 ქვეყნის ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს გაოცებას იწვევს

ყოველი ჩვენგანი, სავარაუდოდ, ერთხელ მაინც კულტურულ შოკში ჩავარდნილა, თუმცა ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიცია სწორედ მის ხალხსა და კულტურაზე გვასწავლის ბევრ რამეს.
„მარაოს" ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ტრადიციების შესახებ, რომლებიც დღემდე აქტუალურია და არა მარტო ჩვენს, არამედ მთელი მსოფლიოს გაოცებას იწვევს.

არავითარი ტუალეტის ქაღალდი
ბევრი მოგზაურის გაოცებას იწვევს ინდოეთში ვიზიტისას საპირფარეშოებში ქაღალდის არქონა, შესაბამისად, ხშირად გვერდით შენიშნავდით, თუკი მოხვედრილხართ რომელიმე ინდურ ქალაქში, წყლით სავსე ჯამს.
საქმე იმაშია, რომ ტუალეტის ქაღალდის გამოყენების შემდეგ დიდი ალბათობაა იმის, რომ ქაღალდი
გაიჭედება საკანალიზაციო მილებში, რაც შეკეთებისას დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

არავითარი აბაზანა, ქორწილის შემდგომ
ტიდონგის ტომში (ინდონეზიაში) ახალდაქორწინებულებს 3 დღე-ღამის განმავლობაში ეკრძალებათ საპირფარეშოებითა და აბაზანით სარგებლობა, რაც წარმატებული ქორწინების აუცილებელი წინაპირობაა, რომელსაც ყველა ოჯახი მკაცრად იცავს.
წყვილს მეთვალყურეობენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტობრივად აშიმშილებენ, ისე მცირე რაოდენობით საჭმელსა და სასმელს აწვდიან მათ.

ტაბუ ყვითელ ვარდებზე
ყვავილები გრძნობების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მით უმეტეს, თუკი ეს ყვავილი ვარდია. თუმცა ეს არ ვრცელდება ყვითელ ვარდზე, რომელიც მექსიკაში სიკვდილთან ასოცირდება. ამიტომ მექსიკელები ყოველთვის წითელ ვარდებს ირჩევენ.

ტრადიციული დაგვიანება
თუკი ვენესუელაში მიდიხართ შეხვედრაზე ან წვეულებაზე, იცოდეთ, რომ დროულად მისვლა არ ღირს. მეტიც, აქ მიღებულია დაგვიანებები. ვენესუელელები ტკბებიან ცხოვრებით და მუდამ ნელი ტემპით გადაადგილდებიან ისეთ საქმიან შეხვედრებზეც კი, რომლებიც მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

სასაცილო ქუდები გასათხოვრებისთვის
საფრანგეთში 25 ნოემბერს აღინიშნება გასათხოვარი გოგონების მფარველის - წმინდა ეკატერინეს დღე.
ამ დღეს 25 წლამდე გოგონები ატარებენ მწვანე და ყვითელი შეფერილობის სასაცილო ქუდებს, რომლებიც რწმენისა და გონებამახვილობის სიმბოლოა. იმ დროს, როცა სხვები აღნიშნავენ ამ დღეს იმის მოლოდინით, რომ მალე დაოჯახდებიან, მეორე კატეგორიის გოგონები სიამოვნებით ხაზს უსვამენ თავიანთ დამოუკიდებელ სტატუსს.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა