თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

"ეს არის ძალზე საძაგელი განცხადება...არავის სჭირდება დღეს ნატო იმაზე მეტად, ვიდრე საფრანგეთს" - დონალდ ტრამპმა მაკრონი გააკრიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფრანგი კოლეგას კომენტარს, ნატოს ტვინის სიკვდილთან დაკავშირებით, ამორალური და შეურაცხმყოფელი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს BBC.

ამერიკის პრეზიდენტი იმყოფება ლონდონში ნატოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში გამართულ სამიტზე.

მედიისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო ემსახურება დიდ მიზნებს, მაკრონის შენიშვნები კი ძალზე ამბუჩად ამგდები შეფასებაა ალიანსის მიმართ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაცია დაარსდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა ექსპანსიის შესაჩერებლად. 29 წევრი სახელმწიფო პირობას დებს, რომ დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს ერთიანი თავდაცვის მექანიზმის ფარგლებში შესაძლო საფრთხის შემთხვევაში.

„ ეს არის ძალიან, ძალიან საზიზღარი განცხადება. ვფიქრობ, რომ საფრანგეთში უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია და ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმეა ქვეყანაში. არავის სჭირდება დღეს ნატო იმაზე მეტად, ვიდრე ეს საფრანგეთს“ ,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა