თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

გომელაური: შეგვპირდნენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის "სასამართლოს" გადაწყვეტილებით, უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ.

მისი თქმით, სიტუაციას შედარებით ამარტივებს ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესია, რადგან საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ექიმის დაკავება მიღებული არ არის.

„ეს ადამიანი არის ექიმი და არა, მაგალითად - მებრძოლი, ყოფილი ძალოვანი სისტემის წარმომადგენელი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებდა. ვფიქრობ, ამ ადამიანს გამოუშვებენ, ისინი თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებული ვარ. ექიმის დაკავება, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს - ომშიც კი არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ, რომ გამოუშვებენ და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

29 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს დროულად გაათავისუფლებენ

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ოჯახს ცხინვალის იზოლატორიდან წერილი გაუგზავნა. გაფრინდაშვილი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოინახულეს.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, „ექიმის საკითხი მალე გადაწყდება“.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა