თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

სილამაზის ხრიკები, რომელთა არსებობა არც კი იცოდით-10 საუკეთესო რჩევა ქალებს!

შეიძლება ითქვას, რომ მაკიაჟი თავისებური ხელოვნებაა, უამრავი ქალბატონი იყენებს ამ ხელოვნებას თავისებურად. სწორად გაკეთებული აქცენტები და კონტურები ძალიან ცვლის ადამიანის იმიჯს, თუმცა არის უამრავი დეტალი, რომლის ცოდნაც აუცილებელლია ყველა ქალისთვის. გთავაზობთ 10 საინეტრესო და პრაქტიკულ რჩევას, ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და გაითვალისწინეთ!



1.მოუარეთ მაკიაჟის ფუნჯებს!


ნუ დატოვებთ ფუნჯებს ჭუჭყიანს, აუცილებელია მათი გარეცხვა. გამოიყენეთ შამპუნი ან ჭურჭლის სარეცხი ჟელე. დალაგეთ ხელსახოცზე და დაელოდეთ მათ ბუნებრივი გზით გაშრობას.

2.ნუ გაიკეთებთ მაკიაჟს მეორეჯერ, გაახალისეთ ის!

სულაც არაა საჭირო დღის განმავლობაში ერთი მაკიაჟის მოცილება და თავიდან გაკეთება, უბრალოდ გადაახალისეთ ის, დიამატეთ პუდრი და მოიშორეთ სიპრიალე კანიდან.



3.ნუ დახარჯავთ ფულს სკრაბებში!


ძვირადღირებული ტანის სკრაბები აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ ბევრად უფრო ეფექტური საშუალების საკუთარი ხელით დამზადება. აიღეთ 4 ს/კ შაქარი და 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ლავანდის ან რიამე სხვა ეთერზეთის წვეთი. შხაპის მირებამდე დაიზილეთ ტანი ამ სკრაბით, შედეგს თავად დიანახავთ!

4.მოუარეთ ტუჩებს!

ტუჩსაცხი წაისვით სწორად, რათა ხანგრძლივად შეინარჩუნოთ ის. ტუჩები რომ ყოველთვის მოვლილად გამოიყურებოდეს, აიღეთ შაქარი, ზეითუნის ზეტი და ვანილის ექსტრაქტი (თანაბარი რაოდენობით), მიღებული სკრაბით ნელა დაიზილეთ ტუჩები და მოიშორეთ მკვდარი უჯრედები! ამის შემდეგ კი წაისვით ტუჩსაცხი!



5.იყიდეთ სწორი ფერის ტონალური ბაზა!


ნუ შეიძენთ თქვენი კანის ფერზე ერთი ან მეტი ტონით მუქ ტონალურ ბაზას. კონტრასტი კარგავს მთელი მაკიაჟის ეფექტს.



6.ნუ გამოიყენებთ ზედმეტი რაოდენობის პუდრს!


წინაღმდეგ შემთვევაში საშინელ ეფექტს მიიღებთ (მაკიაჟის ზედმეტად სქელი ფენა)

7.ტუჩსაცხის წასმა

იმისათვის, რომ ტუჩსაცხმა ხანგრძლივად გაძლოს ტუჩზე, დაიდეთ ხელსახოცი და ფუნჯის დახმარებით ზემოდან გადაისვით პუდრი.

8. ,,კატის თვალები“

გამოიყენეთ პლასტირი და სწორ ხაზებს მარტივად გაიკეთებთ!

9.ნუ წაისვამთ ზედმეტ ტუშს!

ტუშის ფუნჯი გამოყენებამდე წაუსვით ხელსახოცს.

10.ვაზელინი-საუკეთესო დამხმარე!

ის შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებლის ფუნქციით, უბრალოდ წაუსვით ბამბის დისკოს და გაიწმინდეთ სახე. აშორებს წყალგამძლე მაკიაჟსაც კი!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა