თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

უკრაინაში "კანონიერი ქურდობა" დასჯადი გახდება - ზელენსკი კრიმინალურ ავტორიტეტებს ქართული მეთოდით უპირიპირდება

ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ე.წ კანონიერი ქურდების მქონე სტატუსის ადამიანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას წარუდგინა კანონპროექტი "უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონიერი ქურდის სტატუსის მქონე პირებისთვის.

როგორც გაცხადებულ წერილში აღინიშნა, უკრაინაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოითხოვს ქვეყნის სამართალდამცავი პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ დაცული მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს, საზოგადოების მდგრად განვითარებას, ასევე უკრაინის ეროვნულ და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

პრეზიდენტის მიერ შემოღებული ახალი ინიციატივის თანახმად ე.წ კრიმინალური საზოგადოების შექმნა და კანონიერი ქურდის სტატუსში დარჩენა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება; აგრეთვე დასჯადი იქნება კრიმინალური თემების წევრებზე დანაშაულის ჩადენის მოთხოვნით მიმართვაც, ან რაიმე ფორმით ზემოქმედება მესამე პირებზე; კრიმინალურ თემებში მონაწილეთა შეკრების ორგანიზება და ჩატარებაც აიკრძალება და სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა