თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

შვეიცარიაში მყინვარების დნობის ტემპი დაჩქარდა

ბოლო 170 წელიწადში შვეიცარიაში 500 მყინვარი გადნა. მეცნიერები აცხადებენ, რომ დარჩენილი 1500 მყინვარის 90% საუკუნის ბოლომდე გაქრება, - წერს Euronews.

ეს იმ შემთხვევაsი მოხდება, თუ ატმოსფეროში СО2-ის შესამცირებლად არაფერი გაკეთდა.

შვეიცარიაში აქტივისტები ცდილობენ ამ პრობლემაზე ხელისუფლების ყურადღება მიიპყრონ. კამპანია Glacier Initiative-ს მონაწილეებმა 112 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს და ხელისუფლებას ატმოსფეროში მავნე სითბური აირების გატყორცნაზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ. ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ამ რაოდენობის ხელმოწერები, შესაძლოა ნაციონალური რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი გახდეს.

გრენლანდიამ 2019 წლის ივნისში 2 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. CNN-ის ცნობით, ყინულის ეს მოცულობა მხოლოდ ერთ დღეში - 13 ივნისს გადნა.

2019 წლის აპრილში მეცნიერებმა აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის შელფი 10-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე უნდა დნებოდეს. საუბარია ანტარქტიდაზე მდებარე როსის შელფურ მყინვარზე, რომელიც სიდიდით საფრანგეთის ზომის არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით წერს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა