თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

ფინეთის პრემიერმინისტრი გადადგა

ფინეთის პრემიერმინისტრმა ანტი რინემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა მას შემდეგ მიიღო, რაც „ცენტრისტულმა პარტიამ“, რომელიც კოალიციური მთავრობის წევრია მას უნდობლობა გამოუცხადა. ცენტრისტები უკმაყოფილოები არიან იმით თუ როგორ გაუმკლავდა სოციალ-დემოკრატი რინე ქვეყანაში ფოსტის თანამშრომლების ორკვირიან გაფიცვას.

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ პრემიერის გადაგდომა მიიღო, თუმცა მინისტრთა კაბინეტს დროებითი მთვარობის როლის შესრულება სთხოვა.

სავარაუდოდ, ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი ტრანსპორტის და კომუნიკაციის მინისტრი, 34 წლის სანა მარინი გახდება. პოსტის დაკავების შემთხვევაში ის ფინეთის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება.

1-ლი ივლისიდან როტაციის პრინციპით ფინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა