თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

სააპელაციო სასამართლომ გიგაური-ხაინდრავას საქმის განხილვა გადადო

გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სააპელაციო სარჩელის განხილვა 13 დეკემბრამდე გადაიდო, რადგან გაირკვა, რომ მოსამართლეთა კოლეგია დაკომპლექტებული არ არის. საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ეკა გიგაური 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში დაადანაშაულეს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სარჩელი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგარ არ დააკმაყოფილა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში 2017 წელს უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა