თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

კვერცხები, სტვენა, გინება VS საქართველოს ჰიმნი (ფოტორეპორტაჟი მცხეთიდან)

მცხეთაში, მერიის შენობასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების აქცია დასრულდა. ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს მერიასთან "ოცნების" აქტივისტები დაახვედრეს.
აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციულ შენობასთან საქართველოს ჰიმნი იმღერეს, კონტრაქციის წარმომადგენლებმა კი სიმღერას გინებით, სტვენით და ფიზიკური ძალადობით უპასუხეს.

"ოცნების" მხარდამჭერები ისროდნენ ცოცხებს, წყლის ბოთლებსა და კვერცხებს.

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების აქცია მცხეთის მერიასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ "გაბედეს" წევრებს მერიის წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა