თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

კვლევა: ბოლო 3 წელიწადში საქართველოში სასკოლო განათლების ხარისხი გაუარესდა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 ანგარიშის მიხედვით წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის ტესტირებაში საქართველომ 380 ქულა მიიღო და 76 ქვეყანაში ბოლოდან მე-8 ადგილი დაიკავა, 2015 წელს საქართველოს 401 ქულა ჰქონდა.

მათემატიკის ტესტირებაში საქართველოს შედეგია 398 ქულა და ბოლოდან მე-13 ადგილი, სამი წლის წინ საქართველომ 404 ქულის მოგროვება შეძლო. რაც შეეხება მეცნიერებას აქ 383 ქულაა და ბოლოდან მე-6 ადგილი, 2015 წელს ეს შედეგი 411 ქულა იყო.

რეიტინგში სამივე კომპონენტში ლიდერ ქვეყნებში არიან ჩინეთი, სინგაპური, ჰონგ კონგი, ესტონეთი, კანადა, ფინეთი, ირლანდია, კორეა, პოლონეთი, შვედეთი და იაპონია. რაც შეეხება საქართველოს მას მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.

PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ს მიერ და მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველო კვლევაში 2009 წელს ჩაერთო იმ 10 ქვეყანასთან ერთად, რომლებიც შედარებით მოგვიანებით შეურთდნენ კვლევას – „PISA 2009 +“ პროექტის ფარგლებში. ჩვეულებრივ, თითოეულ ქვეყანაში კვლევაში მინიმუმ 150 სკოლა და ამ სკოლებიდან შემთხვევით შერჩეული 4500- დან 10000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.


წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა