თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

თაკო ჩარკვიანი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატში მონაწილეობაზე უარს ამბობს

პარტია „კანონი და სამართალი“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ ფორმატს ტოვებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა Facebook-ზე დაწერა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება გახდა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელთან ერთადაც ერთი მაგიდის ირგვლივ ვისხედით „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, დღეს გაემგზავრა ოკუპანტ ქვეყანაში – რუსეთში. მართალია ვერც ერთ პარტიას ვერ ვუკარნახებთ პოლიტიკური დღის წესრიგს, თუმცა აქამდეც გვიძნელდებოდა პარტნიორობა საგარეო კუთხით განსხვავებული კურსის მქონე პოლიტიკურ სუბიექტთან და მივიღეთ ურყევი გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ამ ფორმატში მონაწილეობაზე და დავტოვოთ იგი. „კანონი და სამართალი“ რჩება აქამდე გაცხადებული პრინციპების ერთგული, ვრჩებით გაერთიანებაში (ძალა ერთობაშია) და ხალხთან და დასავლური ტიპის პარტიებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. რუსეთი, ეს არის წითელი ხაზი, სწორედ რუსეთზე ქვეყნის გადაბარების წინააღმდეგ ვდგავართ გაერთიანებული და არა პარლამენტის სკამებისთვის“, – წერს ჩარკვიანი.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა